+995 544 044 055

წესები და პირობები

ძვირფასო მომხმარებლებო!

საიტის მოხმარებამდე თქვენ უნდა გაეცნოთ შემდეგ ინფორამციას:

„დი-ჯი დიზაინ +“ გთავაზობთ ინტერიერის დიზაინს, რემონტს და ავეჯის დამზადებას.

გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები საიტის მომხმარებლებისთვის“. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას.

არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ საიტზე არსებული ნამუშევრები (კერძოდ: საიტზე განთავსებული პროექტები, ინტერიერის დიზაინები და არქიტექტურული ნიმუშები) არ შეგიძლიათ გაამრავლოთ, აწარმოოთ, გამოიყენოთ ნიმუშად, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, შეადგინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ აღნიშნული ვებგვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ გაქვთ ჩვენგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა.

არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება ჩვენი მხრიდან.

ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, და/ან გავაუქმოთ შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის კითხვარის შევსებისას მინიჭებული უნიკალური კოდით ნებისმიერი სხვა მომხმარებელი გაივლის სისტემაში ავტორიზაციას და მიიღებს ,,დი-ჯი დიზაინ + ’’-ის სერვისს, ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ, მიუხედავად იმისა, ეს პირი ავტორიზებული იყო თქვენ მიერ, თუ არა. ამასთან შესვლა/მოხმარება გულისხმობს შეუზღუდავად ყოველგვარ კომუნიკაციას/გადაცემას/ოპერაციას/ვალდებულებას (ეს ასევე მოიცავს ფინანსურ ვალდებულებებსაც), რომელიც განხორციელდა გვერდზე ამგვარი შესვლით ან გამოყენებით. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ინტელექტუალური საკუთრება: ვებსაიტზე არსებული მთელი შინაარსი, მათ შორის ტექსტი, სურათები, ლოგოები და დიზაინები, არის დი-ჯი დიზაინ +”-ის საკუთრება და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების კანონებით.

მომხმარებლის ანგარიშები და უსაფრთხოება: გთხოვთ, საიტზე შესვლის თქვენი მონაცემები არ გაანდოთ მესამე პირებს, კანონით ნებადართული ზომით, კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი, ირიბი, შემთხვევითი, თანმიმდევრული ან სადამსჯელო ზიანისთვის, რომელიც წარმოიქმნება ვებსაიტის ან შეძენილი პროდუქტების გამოყენებით.

ცვლილებები წესებსა და პირობებში: ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ან შევცვალოთ წინამდებარე პირობები ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში იქნება ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

საკონტაქტო ინფორმაცია: შეკითხვებისთვის ან მხარდაჭერისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +(995) 544 044 055

მარეგულირებელი სამართალი: ეს პირობები რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონებით. ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართელოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბეჭდვითი შეცდომები

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, ვიტოვებთ, უფლებას, რომ ამ შემთხვევაში უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ შეკვეთა. ამ უფლებას ვიტოვებთ მაშინაც კი, როცა შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.

უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.