ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინის პროცესი იწყება პირველივე შეხვედრიდან, სადაც ვეცნობით პროექტს და ვაყალიბებთ საერთო ხედვას. შემდეგ ვათვალიერებთ სივრცეს, ვაფასებთ მის მდგომარეობასა და შესაძლებლობებს. მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გასაგებად ვავსებთ კითხვარს და ვადგენთ პრიორიტეტებს.
შემდეგ ეტაპზე ვიღებთ ზუსტ ანაზომებს და ვამუშავებთ მონაცემებს. ინსპირაციის მოსაძიებლად ერთად განვიხილავთ იდეებს, ვარჩევთ სტილს და ვქმნით კონცეფციას, რომელიც გამოხატავს მომხმარებლის ხასიათს და სივრცის შესაძლებლობებს.
ამის შემდეგ ვიწყებთ სივრცის დაგეგმვას, ვქმნით ფუნქციურად და ერგონომიულად გამართულ განლაგებას და ვამზადებთ ტექნიკურ ნახაზებს – სიტუაციურს, მონტაჟისა და დემონტაჟის გეგმებს, ასევე გათბობის, ვენტილაციის, ელექტროობისა და წყალგაყვანილობის სისტემების გათვალისწინებით.
როდესაც ძირითადი სტრუქტურა მზად არის, ვქმნით საორიენტაციო ვიზუალიზაციას, ვამატებთ დეტალებს და მომხმარებლის შენიშვნების საფუძველზე ვახორციელებთ საჭირო ცვლილებებს. შემდეგ ვარჩევთ მასალებს, ფერებსა და ავეჯს, რათა საბოლოო შედეგი სრულად შეესაბამებოდეს შეთანხმებულ კონცეფციას.
ყველა ამ მონაცემის დამუშავების შემდეგ ვამზადებთ სრულ პორტფოლიოს, რომელშიც თავმოყრილია გეგმები, ვიზუალიზაციები და ტექნიკური ნახაზები. დასრულებული პროექტის წარდგენის შემდეგ ვადგენთ სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ბიუჯეტს, ასევე ვთვლით ავეჯის სრულ განშლასა და განფასებას.
ეს არის პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებულია თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს უნიკალურ დიზაინს, რომელიც შეესაბამება თქვენს სტილსა და კომფორტს.