აპარტამენტი გულიას ქუჩაზე
- თარიღი: 2025-10-09
- მდებარეობა: გულიას ქუჩაზე
- value: 0.00
- კატეგორია: ინტერიერის დიზაინი
- დიზაინერი: საბა ხიდაშელი/დიმიტრი გაბოშვილი
- მ²: 47.00
აღწერა
პროექტი მოიცავს სრულ ინტერიერის დიზაინს, სადაც ავარჩიეთ დაბალანსებული ტონები და ბუნებრივი ტექსტურები მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად. თბილი ხის ფერები თეთრ აქცენტებთან ერთად ქმნის ჰარმონიულ გარემოს. ღია გეგმარება აერთიანებს სამზარეულოს, სასადილოსა და სასტუმროს ერთ მთლიან სივრცედ. საძინებელში აქცენტი გადატანილია რელიეფურ პანელებზე და ბუნებრივ მასალებზე, რაც სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას ქმნის. შედეგად მივიღეთ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო, სადაც ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთმანეთს სრულყოფილად ავსებს.