+995 544 044 055

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალობის წესები გამოიყენება რათა ვებ გვერდის მომხმარებელი გაეცნოს დი-ჯი დიზაინ+-ის პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან, დამუშავებასთან და გაზიარებასთან დაკავშირებით როცა:

· იყენებთ კომპანიის ვებ გვერდს

· ახორციელებთ ქმედებას, რომელიც კომპანიის ვებ გვერდის ფუნქციონირების ნაწილია.

თუ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ დი-ჯი დიზაინ +-ის მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დი-ჯი დიზაინ + -ის მიერ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, გამოყენება, დამუშავება და გამჟღავნება მხოლოდ მომსახურების მისაღებად და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. მიღებულ ინფორმაციას კომპანია არ შეაგროვებს, არ გამოიყენებს, არ დაამუშავებს და არ გააზიარებს ზემოაღნიშნული წესების საწინააღმდეგოდ.

ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, დამუშავება და გაზიარება

მომსახურებისთვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია ითხოვს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას იდენტიფიკაციის მიზნით, როგორიცაა: (თუმცა არ არის შეზღუდული) სახელი/გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; სქესი; მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტა და სხვა. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია რომელსაც კომპანიას გაუზიარებთ გამოიყენება იდენტიფიცირებისთვის, მომსახურებისთვის, მომსახურების გაუმჯობესებისთვის და საჭიროების შემთხვევაში საკონტაქტოდ.

პერსონალური მონაცემების დამუშვების სამართლებრივი საფუძვლები:

ზემოაღნიშნული მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების გამოყენებისას კომპანია ეყრდნობა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.